ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მინდა დავგმო დეპუტატ ანრი ოხანაშვილზე თავდასხმისა და შეურაცხყოფის ფაქტი” – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში, ბაკურიანში, ანრი ოხანაშვილსა და ერთ-ერთ მოქალაქეს შორის მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და აცხადებს, რომ მსგავსი შემთხვევების შეფასების დროს, არავითარი „მაგრამ“ არ უნდა არსებობდეს.

“მინდა დავგმო დეპუტატ ანრი ოხანაშვილსა და მის მცირეწლოვან შვილებზე ვერბალური თავდასხმისა და შეურაცხყოფის ფაქტი. არავითარი “მაგრამ” არ უნდა არსებობდეს მსგავსი შემთხვევების შეფასების დროს, როდესაც საქმე საჯარო პირების ოჯახის წევრებს, მითუმეტეს მცირეწლოვნებს ეხება და მისასალმებელია, რომ პოლიტიკურმა ოპონენტებმაც მსგავსი პოზიცია დააფიქსირეს. პოლიტიკური პოლარიზების მიუხედავად, ჩვენ უნდა დავრჩეთ ადამიანებად და საზოგადოებად.” – წერს ნინო ლომჯარია.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წევრს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილსა და ერთ-ერთ მოქალაქეს შორის ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში ინციდენტი მოხდა.

საქმე 151-ე მუხლით აღიძრა, რაც მუქარას გულისხმობს. ვახტანგ რობაქიძე ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით, პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, პირი, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით ბაკურიანში დააკავეს, წარსულში ნასამართლევი ვახტანგ რობაქიძეა.

რობაქიძე ამჟამად “ლელოს” აქტივისტია, 2019 წელს იგი ზესტაფონში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო.

იტვირთბა....