ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“გვინდა საარბიტრაჟო დავა თავიდან ავიცილოთ, რადგან ეს ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს” – ხაზარაძე

„გვინდა საარბიტრაჟო დავა ავიცილოთ იმიტომ, რომ ეს ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს. მუდმივად ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ამ პროექტის განხორციელება იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და უსაფრთხოების მომავალი. შესაბამისად, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ავიცილოთ არბიტრაჟი, თორემ არბიტრაჟისთვის ძალიან სერიოზულად ვართ მზად და ყველა ის პირი, რომელმაც ამ პროექტს ხელი შეუშალა, ძალიან სერიოზულად აგებს პასუხს. ვიყენებთ ბოლო შანსს პროექტის გადასარჩენად. არსებობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2-თვიანი პერიოდი. ამხელა კონტრაქტი ასე არ წყდება. ჩვენი იურისტები ამზადებენ შემაგებებელს და მიმდინარეობს იურიდიული პროცესი”

მამუკა ხაზარაძე – პოლიტიკური გაერთიანება “ლელოს” დამფუძნებელი

აღნიშნული განცხადებით ხაზარაძე ჟურნალისტებთან საუბრისას “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურების დაწყების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურებს იწყებს.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს.

მინისტრის თქმითვე, “ანაკლიის პორტი ქვეყანას სჭირდება, პროექტის განსახორციელებლად ახალი პარტნიორის ძიებას დავიწყებთ”.

აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” ხელმძღვანელმა პირმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ მიმართავენ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს.

იტვირთბა....