aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სააკაშვილმა დაადასტურა რომ 20 ივნისის მოვლენების მიზანი დესტაბილიზაცია იყო” – თალაკვაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ გუშინ სააკაშვილმა პირდაპირ დაადასტურა 20 ივნის განვითარებული მოვლენების მიზანი ნამდვილად დესტაბილიზაცია რომ იყო.

„მე მოვისმინე ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის ეს ინტერვიუ და რამდენიმე მომენტზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რაც ვფიქრობ შემაშფოთებელია ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან. მან პრაქტიკულად დაადასტურა, რომ 20 ივნისს საღამოს საპროტესტო აქციის ძალადობრივ ფორმებში გადასვლა, ძალადობრივი შეტევა პარლამენტზე იყო ხელისუფლების დესტაბილიზაციის მიზნით მოწყობილი, მან პრაქტიკულად თქვა, რომ ცოტაც დააკლდათ დესტაბილიზაციის დამხობით დასასრულებლად. ამით ექს-პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 20 ივნისის საღამოს მომხდარი მოვლენები რეალურად ატარებდა ძალადობრივ ხასიათს, ეს იყო შეტევა პარლამენტზე და არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო თავისი ქვეყნის პარლამენტზე შეტევას, რა თქმა უნდა, არ მოითმენდა. თვეების განმავლობაში, ოპოზიციის ეს ნაწილი ამტკიცებდა, რომ ეს არ იყო ძალადობრივი შეტევა, თითქოს ამას არ ჰქონდა დესტაბილიზაციის მიზანი, მაგრამ გუშინ მათმა ლიდერმა პირდაპირ ეთერში დაადასტურა, რომ მიზანი 20 ივნისის საღამოს განვითარებული მოვლენების ნამდვილად იყო დესტაბილიზაცია. სამართლებრივ რეაგირებას ამ საკითხზე წყვეტენ შესაბამისი ინსტიტუტები, ამას არ წყვეტენ პოლიტიკოსები შსს-მ უკვე გააკეთა ამ საქმეზე კომენტარი და ჩემი აზრით, როგორც მინიმუმ, ეს არის ერთ-ერთი დამატებითი არგუმენტი დაწყებულ გამოძიებაზე, სადაც აღძრულია საქმე იმ მიმართულებით, რომ ადამიანები აორგანიზებდნენ ძალადობრივ შეტევას“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მიხეილ საააკაშვილმა, განაცხადა, რომ მომენტი ხელიდან გაუშვეს და ივანიშვილი ვერ გადააგდეს.

იტვირთბა....