ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მომენტი გავუშვით, 20 ივნისს ბიძინა წკიპზე იყო, ცოტაც და გადავაგდებდით” – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ აქცენტებში“ ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ 2019 წლის 20 ივნისს ბიძინა ივანიშვილი წკიპზე იყო, კიდევ ცოტაც და ეს რეჟიმი დაემხობოდა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, 20 ივნისს ოპოზიციამ მომენტი ხელიდან გაუშვა.

„ჩემი აზრით, მომენტი გაშვებულ იქნა. ეს არ იყო ის, რომ ვინმეს შეთქმულება ჰქონდა. უბრალოდ, თავის თავს თავად ამბოხებდა ბიძინა ივანიშვილი. თავისი თავხედობით მოახდინა ხალხის რეაქციის პროვოცირება. ახლა მივხვდით, რომ უკან დასახევი გზა აღარ არსებობს, უკან ნიშნავს საქართველოს განადგურებას. დღეს ოპოზიცია ყველაფრისთვის მზად არის. მე პირადად ვარ მზად, თავი შევწირო ბოლომდე ჩემი სისხლის ბოლო წვეთამდე. წელს საქართველოდან ივანიშვილს გავაცილებთ. ქართველი ხალხი გამოგვყვება უკან, როცა დაინახავს, რომ ლიდერები ბოლომდე წირავენ თავს. ჩვენ გყვავს ლიდერები, მათ შორის თქვენ. ნიკა მელიამ აჩვენა საოცარი გამბედაობის მაგალითები, იგივე ჟორიკა რურუამ აჩვენა ეს მაგალითი. ჩვენ გყვავს ხალხი, ვინც აჩვენებს ამ მაგალითებს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

იტვირთბა....