“ფაქტები მეტყველებს იმაზე და მათ შორის ამ შუალედური გამოძიების პროცესში განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებებიც ადასტურებს იმას, კიდევ ერთხელ, ნეიტრალურ მოწმეებთა ჩვენებებს ვგულისხმობ, რომ ცოტნე გამსახურდიას მინიმუმ 15-20 წუთი ელოდებოდნენ ანგარიშწორების მიზნით.”
ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი – ამირან გიგუაშვილი
აღნიშნული განცხადება ადვოკატმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“ციტატა”
შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა. ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს – ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული თორნიკე ქვათაძე კი საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.
ცოტნე გამსახურდია თურქეთში, ერთ-ერთი კლინიკაში, რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს.
გიორგი გამსახურდიას ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას თურქეთში გამგზავრებასა და მკურნალობასთან დაკავშირებულ საკითხებს ფონდი “ქართუ” უზრუნველყოფს.