“იანვრის მეორე კვირაში, წინა კვირასთან შედარებით, ქვეყანაში გრიპის ვირუსით დაინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა და ასი ათას ადამიანზე 219 შემთხვევა შეადგინა. გრიპის სეზონი გრძელდება მარტის ბოლომდე, აპრილის შუა რიცხვებამდე. ამიტომ, ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ და უნდა დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გრიპის პრევენციისა და პროფილაქტიკისთვის იძლევა”
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი
აღნიშნული განცხადება გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.