ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მომდევნო დღეებში ზოგიერთ რეგიონში წვიმა, მაღალ მთაში კი თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან 14 იანვრამდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ და სამხრეთ რეგიონებში) მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი.

ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

იტვირთბა....