ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თეირანში გამართული ანტისამთავრობო აქცია პოლიციამ დაშალა

ირანული მედიის ცნობით, თეირანში ანტისამთავრობო აქცია პოლიციამ დაშალა. “როიტერის” ინფორმაციით, ირანის დედაქალაქის ქუჩებში ასობით ადამიანი მას შემდეგ გამოვიდა, რაც ქვეყნის მთავრობამ „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის „შეცდომით ჩამოგდება“ აღიარა.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნა გამოძიების ჩატარება და დამნაშავეების დასჯა იყო.

შეგახსენებთ, თეირანის ქუჩებში გამოსულების მოთხოვნათა შორის იყო ქვეყნის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის გადადგომაც. არსებული ცნობით, აქციის მონაწილეებმა გარდაცვლილი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ფოტოებიც დახიეს.

 

იტვირთბა....