პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია მკურნალობას საზღვარგარეთ განაგრძობს. ჯერ-ჯერობით უცნობია როდის გამოჯანმრთელდება. როგორც გამსახურდიას ადვოკატი ამბობს, სანამ გამსახურდია არ გამოჯანმრთელდება ბოლომდე და არ ისაუბრებს დეტალებზე მანამდე მომხდარზე ბევრ ვერსიას განიხილავენ.
“ვიდრე ცოტნე გამსახურდია არ გააკეთებს კომენტარს, რა იყო თავდასხმის მოტივი, ჩვენ ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ,” – აცხადებს ამირან გიგუაშვილი.
13 იანვარს, ჩანიშნულია შეხვედრა ცოტნე გამსახურდიას ადვოკატს, ოჯახის წევრებსა და პროკურატურის წარმომადგენლებს შორის. გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე, ახალი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებით.
ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური იმედოვნებს, რომ ყველა კითხვას გამოძიების დასრულებამდე გაეცემა პასუხი.
“პირველ დღეებში ინტენსიური მუშაობით ბევრი დეტალი გამოვლინდა, რა თქმა უნდა, დასრულებული არ არის გამოძიება და ვფიქრობ კიდევ რამოდენიმე დეტალი უნდა გამოიკვეთოს,”- განაცხადა ანა ჯაბაურმა.