ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორი გრიპის ვირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე გრიპის ვირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ქვეყანამ ვირუსის ერთი პიკი უკვე გადაიარა.

ორშაბათს, ინფიცირებულთა სრული მონაცემების გაცნობის შემდეგ, ცენტრი ინფორმაციას გასცემს განმეორების რისკების შესახებ.

“საქართველოში გრიპის სეზონი, ძირითადად, იწყება დეკემბრის დასაწყისში, და როგორც წესი, გრძელდება სადღაც მარტის ბოლო, აპრილის შუა რიცხვებამდე. მაგრამ, პიკური პერიოდი არის ხოლმე 3-5 კვირა. ჩვენ დეკემბერში გვქონდა ასეთი მზარდი პიკი, ბოლო სამი კვირის განმავლობაში და ვფიქრობ, რომ გავიარეთ. ახლა დავაკვირდებით. ყოველთვის ეგრეა, ახალ წლებზე მიმართვიანობა იკლებს,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იტვირთბა....