ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ხდება მედიკამენტების იმაზე დიდი რაოდენობით შესყიდვა, რაც ქვეყანას სჭირდება” – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ნამდვილად ხდება მედიკამენტების იმაზე დიდი რაოდენობით შესყიდვა, რაც ქვეყანას სჭირდება, რადგან ეს სტრატეგიული მარაგისთვისაა საჭირო.

“დღეს ანტისხეულდადებითი ჩვენ გამოვლენილი გვყავს უკვე 127 ათასი ადამიანი, მიუხედავად ჩვენი ძალიან ბევრი საუბრისა, თხოვნისა, 100 ათასი ადამიანი მივიდა მხოლოდ კონფირმაციის შემდგომ ეტაპზე, ანუ 27 ათას ადამიანამდე არ მისულა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშავოთ, რომ დავარწმუნოთ ეს 27 ათასი ადამიანი, იმიტომ, რომ მათ ჯერ სიმპტომები არ აქვთ, ისინი არიან სიმპტომებისაგან თავისუფალი ადამიანები, მხოლოდ სხეულში აქვთ ინფექცია C ჰეპატიტის. ჩვენ ყოველწლიურად ვყიდულობთ, დაახლოებით 200-300 დოზას გველის ტოქსინის საწინააღმდეგო შრატისა. იქიდან გვჭირდება წლის განმავლობაში დაახლოებით 10-15, დანარჩენის ჩამოწერა ხდება, მაგრამ ის უნდა გედოს სტრატეგიულ მარაგში,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვადასხვა მატერიალურ ანგარიშზე ასახული აქვს C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560 645 083 ლარის ღირებულების ვადაგასული მედიკამენტი. ინფორმაციას ამის შესახებ აუდიტის სამსახური ავრცელებს.

იტვირთბა....