„ფაქტები სხვაგვარი მსჯელობის საშუალებას არ იძლევა. კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტის ერთადერთი მიზეზი ვალდებულებების შეუსრულებლობა იყო. სახელმწიფომ დახარჯა რამდენიმე ათეული მილიონი. მიუხედავად ამისა, მამუკა ხაზარაძემ ვერ, თუ არ შეძლო იმ ვალდებულებების შესრულება, რაც იკისრა, როდესაც ტენდერში გაიმარჯვა. პრაქტიკულად, ოთხი წლით უკან დახია ქვეყანა ამ პროექტთან დაკავშირებით. პროექტთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც იმდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ 2017 წელს კონსტიტუციაში ჩავწერეთ“
მამუკა მდინარაძე – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურებს იწყებს.
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს.
მინისტრის თქმითვე, “ანაკლიის პორტი ქვეყანას სჭირდება, პროექტის განსახორციელებლად ახალი პარტნიორის ძიებას დავიწყებთ”.