დღეს, საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა.
დაკავებულევბმა, ცოტნე სოსელიამ და კახაბერ კუპრეიშვილმა შიმშილობა დაიწყეს. როგორც დღევანდელ სასამართლო პროცესზე მათ განაცხადეს, ისინი პატიმრობას აპროტესტებენ და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმებას სთხოვენ. მათივე თქმით, მომდევნო სასამართლო სხდომებს აღარ დაესწრებიან.
როგორც საქმის პროკურორმა ვაჟა თოდუამ განაცხადა, პროკურატურა განიხილავს ამ შემოთავაზებას და საკუთარ პოზიციას შემდეგ სასამართლო სხდომაზე გააჟღერებს.