“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, თინა ბოკუჩავამ ე.წ. “შავ სიასთან” დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
მისი თქმით, ამ სიას უნდა ეწოდოს 20 ივნისის სია, რადგან უმეტესობა ადამიანებისა, რომლებიც მასში შევლენ, უკავშირდება 20 ივნისის სისხლიან ღამეს და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს.
“საერთო ოპოზიციურ ფორმატში იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ რეგიონული აქციები ჩატარდება იანვრის თვეში, 4 თებერვალს ჩატარდება ასევე პარლამენტის პირველი საგაზაფხულო სხდომა, რომელიც აუცილებლად ჩაივლის ოპოზიციის პროტესტის ფონზე. ასევე საუბარი გვქონდა მოლაპარაკებებზე, რომელსაც აწარმოებს ოპოზიცია ხელისუფლებასთან საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსის მედიაციით. ასევე შევთანხმდით, სიაზე, რომელსაც აქამდე სანქციების სიას მოვიხსენიებდით, რომ მას ეწოდოს 20 ივნისის სია, რადგან უმეტესობა ადამიანებისა, რომლებიც შევლენ ამ სიაში უკავშირდება 20 ივნისის სისხლიან ღამეს და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.