მთავარი ციტატა

“ანაკლიის პორტს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ეკონომიკის განვითარებისთვის და ამას ებრძვის ოცნება”

“ანაკლიის პორტს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის და შესაბამისად, ამას ებრძვის “ქართული ოცნება”. ისინი ფიქრობენ, რომ მშიერი ადამიანები უფრო მარტივად სამართავი არიან არჩევნების თვალსაზრისით”

გიორგი ვაშაძე – “ახალი საქართველოს” ლიდერი

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურებს იწყებს.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს.

მინისტრის თქმითვე, “ანაკლიის პორტი ქვეყანას სჭირდება, პროექტის განსახორციელებლად ახალი პარტნიორის ძიებას დავიწყებთ”.

იტვირთბა....