მთავარი ციტატა

“ხაზარაძის უპასუხისმგებლობის გამო, ოთხი წელი დავკარგეთ” – მეზურნიშვილი ანაკლიის პორტზე

“ხაზარაძე ფულის შესაძლო გათეთრების საკითხის გადაფარვაც ცდილობს. საქართველოს მთავრობამ მიიღო ერთადერთი სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ხელშეკრულება გაუწყვიტა. სამწუხაროდ, ხაზარაძის უპასუხისმგებლობის გამო, ჩვენ დავკარგეთ ოთხი წელი. საქართველოს ხელისუფლება იყო და რჩება საკუთარი გადაწყვეტილების ერთგული. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი კი მაინც აშენდება, უბრალოდ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გარეშე”

ირაკლი მეზურნიშვილი – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურებს იწყებს.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს.

მინისტრის თქმითვე, “ანაკლიის პორტი ქვეყანას სჭირდება, პროექტის განსახორციელებლად ახალი პარტნიორის ძიებას დავიწყებთ”.

იტვირთბა....