ირანის მთავრობამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც თეირანის აეროპორტთან ჩამოვარდნილი “უკრაინის ავიახაზების” თვითმფრინავს ეხება. ინფორმაციის პირველწყარო არაბული სააგენტოა.
“თვითმფრინავი, თავდაპირველად, 8000 ფუტ სიმაღლეზე აფრინდა. ამის შემდეგ ის ქრება რადარებიდან. თვითმფრინავში გაჩნდა ხანძარი და საბოლოოდ, ის ეჯახება მიწას და ფეთქდება (იხილეთ ვიდეო).” – ინფორმაციას ირანის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, შავი ყუთი დაზიანებულია, ის გაგზავნილია ექსპერტიზაზე აღსადგენად და გასაშიფრად. ამასთან, თვითმფრინავის ყველა ნაწილი უკვე შეგროვებულია და ასევე გადაგზავნილია ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად.
როგორ ჩამოვარდა ბოინგი და რა გაირკვა – ვინ იმყოფებოდა ბორტზე?
თავდაპირველად, გავრცელდა ოფიციალური ინფორმაცია, რომ ავიაკატასტროფის მიზეზი ტექნიკური, კერძოს ძრავის გაუმართაობა იყო, თუმცა, უკრაინის ავიახაზების სპეციალისტებმა დაადასტურეს, რომ აფრენის წინ თვითმფრინავი შემოწმებული იყო და არანაირი ხარვეზი არ აღინიშნებოდა. უფრო მეტიც, უკრაინის მხარე ამტკიცებს, რომ პილოტი, რომელიც აღნიშნულ თვითმფრინავს მართავდა, ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი იყო უკრაინაში.
მოგვიანებით, გაჩნდა ვერსია, რომ თვითმფრინავი ირანული მხარის მიერ, ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზებისკენ გაშვებული ერთ-ერთი რაკეტის მსხვერპლი გახდა. თუმცა, აქ თვითმფრინავის ჰაერში ყოფნის და რაკეტების გაშვების დროები ერთმანეთს არ ემთხვევა.
შეგახსენებთ, უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავი თეირანთან ახლოს ჩამოვარდა, რომელშიც 168 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა. ამ დროის მონაცემებით, ავიაკატასტროფის შედეგად ვერავინ გადარჩა.