ახალი ამბები ვიდეო მთავარი მსოფლიო

(ვიდეო) როგორ ჩამოვარდა უკრაინული BOEING 737 – წერილი, რომელიც ბორტზე მყოფ სტუდენტს ეკუთვნოდა

უკრაინული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავის შესახებ დეტალები გახდა ცნობილი, რომელიც თეირანის აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ირანის ოფიციალური უწყებები ავრცელებენ. გაირკვა, რომ ბორტზე  უკრაინის 11 მოქალაქე იმყოფებოდა, 82 ირანელი, 63 კანადელი, 10 შვედი, 4 ავღანელი, და სამ-სამი გერმანიისა და ბრიტანეთის. სულ ავიაკატასროფის შედეგად 177 ადამიანი დაიღუპა. აღსანიშნავია, რომ კანადელთაგან მგზავრები სტუდენტები იყვნენ და ისინი საშობაო არდადეგების შემდეგ სწავლას უბრუნდებოდნენ.

ადგილზე მაშველები ამ მომენტამდე მუშაობენ. მათი ინფორმაციით, ვერ ხერხდება ვერც ერთი მგზავრის იდენტიფიცირება, რადგან თითქმის ყველას სხეული ბოლომდეა დამწვარი. ნაპოვნია ჩანთა და წერილი, რომელიც, როგორც ირკვევა, ერთ-ერთ კანადელ სტუდენტს ეკუთვნის. ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, წერილში სტუდენტი ღმერთს დახმარებას თხოვს, გამოცდების წარმატებით ჩაბარებისათვის.

თავდაპირველად, გავრცელდა ოფიციალური ინფორმაცია, რომ ავიაკატასტროფის მიზეზი ტექნიკური, კერძოს ძრავის გაუმართაობა იყო, თუმცა, უკრაინის ავიახაზების სპეციალისტებმა დაადასტურეს, რომ აფრენის წინ თვითმფრინავი შემოწმებული იყო და არანაირი ხარვეზი არ აღინიშნებოდა. უფრო მეტიც, უკრაინის მხარე ამტკიცებს, რომ პილოტი, რომელიც აღნიშნულ თვითმფრინავს მართავდა, ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი იყო უკრაინაში.

მოგვიანებით, გაჩნდა ვერსია, რომ თვითმფრინავი ირანული მხარის მიერ, ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზებისკენ გაშვებული ერთ-ერთი რაკეტის მსხვერპლი გახდა. თუმცა, აქ თვითმფრინავის ჰაერში ყოფნის და რაკეტების გაშვების დროები ერთმანეთს არ ემთხვევა.

შეგახსენებთ, უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავი თეირანთან ახლოს ჩამოვარდა, რომელშიც 168 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა. ამ დროის მონაცემებით, ავიაკატასტროფის შედეგად ვერავინ გადარჩა.

იტვირთბა....