თვითმხილველებმა ირანში უკრაინული ლაინერის ჩამოვარდნის კადრები გადაიღეს, რომელიც ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა.
ვიდეოში ჩანს თვითმფრინავი, რომელსაც აფრენიდან მალე ხანძარი უჩნდება, შემდეგ კი ვარდება.
ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი დაიღუპა. ტრაგედიის სავარაუდო მიზეზად ძრავში გაჩენილი ხანძარი სახელდება.