“ხალიფათი არის და იყო ბუნებრივი მტერი ირანის და მისი განადგურება წესით კარგი უნდა ყოფილიყო ირანისთვის და ეს იყო პრიორიტეტი, რომელიც ჩვენ საერთო გვქონდა. თუმცა ირანის ლიდერს და ხალხს მივმართავ ჩვენ გვინდა გქონდეთ ის დიდი მომავალი რომლსაც იმსახურებთ, ჰარმონია, ეკონომიკური აყვავება, აშშ მზად არის მიიღოს მშვიდობა, დიდი მადლობა და ღმერთმა დალოცოს ამერიკა”
აშშ-ს პრეზიდენტი – დონალდ ტრამპი
ციტატა
ირანის მიერ ამერიკულ ბაზებზე თავდასხმის ფაქტზე, ტრამპმა განცხადება “თეთრი სახლიდან” გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ ირანმა ერაყში მდებარე ორ ამერიკულ ავიაბაზაზე იერიში გუშინ ღამით მიიტანა. სამხედრო ობიექტების მიმართულებით 12-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა ისროლეს. კადრები ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა.
პენტაგონის ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.