ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ჩემი ძმისგან ავიღებ ნებართვას, მივაწოდო საზოგადოებას ის ინფორმაცია, რომელიც ჯერ არ თქმულა” – მამალაძე

თორნიკე მამალაძე აპირებს პატიმრობაში მყოფ დეკანოზ გიორგი მამალაძისგან აიღოს ნებართვა იმ ინფორმაციის გავრცელების შესახებ, რომელიც აქამდე საზოგადოებისთვის საჯარო არ გამხდარა, ამის შესახებ მან მედიასთან მსჯავრდებული ძმის სანახავად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლამდე გააკეთა.

მისი თქმით, არსებობს კონკრეტული დოკუმენტაცია და მოწმეები იმ პრობლემების შესახებ, რომელიც საპატრიარქოშია. თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ საუბარია ზნეობრივ-მორალური, ასევე ფინანსური მაქინაციების შესახებ.

თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ ის რაც საპატრიარქოს შიგნით ხდება, საეკლესიო კანონის დარღვევაა და ამაზე საეკლესიო გამოძიება უნდა დაიწყოს. თუმცა, მისი თქმით, თუკი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, ამას გამოძიების შესაბამისი მიმართულება უნდა მიეცეს, რომლის მთავარი ფიგურანტი საქართველოს პატრიარქია.

შეგახსენებთ, რომ ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, გლდანის ციხეში, დეკანოზ გიორგი მამალაძის მოსანახულებლად მივიდა. მისი განცხადებით დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, რადგან მასთან შესახვედრათ მამალაძე საკაცით გამოიყვანეს. 

საშობაო შეწყალება დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ შეეხო.  

საშობაო შეწყალებაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მხოლოდ 5 პატიმარი შეიწყალა.

პრეზიდენტის სრული ბრიფინგი იხილეთ ამ ბმულზე: 

იტვირთბა....