ალილოს ტრადიციული მსვლელობის მონაწილეებმა საქართველოს პრეზიდენტს შობა ორბელიანების სასახლესთან მიულოცეს, სალომე ზურაბიშვილი კი მათ საჩუქრებითა და ტკბილეულით გაუმასპინძლდა. აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრეზიდენტმა ქრისტეშობის დღესასწაული საქართველოს მოსახლეობას მიულოცა:
,,შობას ვულოცავ სრულიად საქართველოს! მინდა ვისურვო ქვეყნის გამთლიანება და ის, რომ შობამ ყველა ოჯახში მოგვიტანოს სიმშვიდე, სიკეთე, ბედნიერება და რაც მთავარია, ჯანმრთელობა. ჯანმრთელობა ჩვენი ბავშვებისათვის, რამეთუ ეს ის საკითხია, რომელიც ყველას გვაწუხებს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.