გორში, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, სადაც პრეზიდენტის ნაძვის ხის ზეიმი უნდა გაიმართოს, საპროტესტო აქციით დახვდნენ.
ცენტრალურ მოედანზე რამდენიმე ოპოზიციური პარტიის გორის ორგანიზაციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები პლაკატებით შეიკრიბნენ.
ნაძვის ხესთან მისვლის საშუალება აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მოსახლეობას დამდეგ შობას გორიდან მიულოცავს, წინასაშობაო კონცერტი გორის ცენტრალურ მოედანზე ჩატარდება.
პრეზიდენტის ნაძვის ხის ზეიმზე სადღესასწაულო განწყობის შექმნაზე იზრუნებენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები და გორის თეატრის მსახიობები, გორის ფოლკლორული ანსამბლი, გორის ქალთა კაპელა და გორის გოგონათა გუნდი.
პრეზიდენტის ნაძვის ხის ზეიმზე მისულ ბავშვებს საშობაო საჩუქრები დაურიგდებათ.
შეგახსენებთ, რომ საშობაო შეწყალება დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ შეეხო.
საშობაო შეწყალებაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მხოლოდ 5 პატიმარი შეიწყალა.
პრეზიდენტის სრული ბრიფინგი იხილეთ ამ ბმულზე: