ინტერნეტ გაზეთ “მეტრონომში” 3 იანვარს, რუბრიკა “ციტატაში” გამოქვეყნდა ტექსტი სათაურით – “უბნის ძველი ბიჭი არევაძე კი არა, ბიძინა ივანიშვილია, რომელიც ქვეყნის მთავარი მტერია”. აღნიშნული ფრაზა ეკუთვნოდა არა დეპუტატ ეკა ბესელიას, როგორც ეს ტექსტში იყო მითითებული, არამედ ადვოკატ ბექა ბასილაიას.
შეცდომა გამოიწვია იმან, რომ პარალელურ რეჟიმში, მზადდებოდა რამდენიმე ნიუსი, რომელშიც ფიგურირებდნენ ბექა ბასილაია და ეკა ბესელია. მოხდა ტექნიკური აღრევა, რამაც გამოიწვია საკმაოდ სერიოზული შეცდომა.
პირადად ჟურნალისტი (აღნიშნული ციტატის ამკრეფი) და სრულიად “მეტრონომის” რედაქცია, ბოდიშს უხდის ქალბატონ ეკა ბესელიას შექმნილი გაუგებრობისა და დისკომფორტისათვის და იმედს იტოვებს, რომ აღნიშნული ფაქტი არ შეუქმნის პრობლემებს ჩვენს მომავალ ურთიერთობებს. გაზეთი “მეტრონომი”ნებისმიერ დროს მზადაა გამოაქვეყნოს ნებისმიერი რესპონდენტის აზრი, მიუხედავად იმისა, ეთანხმება თუ არა მას.
შეცდომისგან დაზღვეული არავინაა, თუმცა ფრაზა – “ჩვენ არ ვართ მხარე და ვიცავთ ჟურნალისტურ ეთიკას”, ყოველთვის იქნება ჩვენი ჟურნალისტთა გუნდის მთავარი სლოგანი.
“მეტრონომის” რედაქცია