aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ცოტნე გამსახურდია კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია”, – აცხადებს გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური. მისივე თქმით, ცოტნე გამსახურდია ამ დროისთვის კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ანა ჯაბაური თურქეთში ხვალ გაემგზავრება.

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია თურქეთში, ერთ-ერთი კლინიკაში, რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს.

გიორგი გამსახურდიას ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას თურქეთში გამგზავრებასა და მკურნალობასთან დაკავშირებულ საკითხებს ფონდი “ქართუ” უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა. ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს – ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული თორნიკე ქვათაძე კი საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

იტვირთბა....