საბერძნეთში, აბელოკიპის ტერიტორიაზე, პოლივიამ ორი ქართველი დააკავა. რომლებსაც ბრალად ბინის ძარცვა ედებათ. პოლიციის გამოჩენისთანავე მძარცველებმა მინა ჩაამსხვრიეს და გაქცევა ამ ფორმით სცადეს, თუმცა ისინი შემთხვევის ადგილიდან 100 მეტრში აიყვანეს და ძლიერი სისხლდენის გამო ათი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა გახდა საჭირო.
მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგომ, ძარცვის მცდელობაში ეჭვმიტანილ 22 წლის ბიჭს სავარაუდოდ, საბერძნეთის ციხეში გადაიყვანენ. რაც შეეხება მის თანმხლებ პირს, 38 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საუბრობენ, გარდაცვლილი ქართველის გადმოსვენების პროცედურები უკვე დაწყებულია.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, ორი მამაკაცი მათთვის ნაცნობი პირის საცხოვრებელ სახლში ძარცვის მიზნით შევიდა და გავრცელებული ინფორმაციით მძარცველებმა ნივთების წაღებაც ვერ მოასწრეს.