ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“სიტუაცია არაპროგნოზირებადია” – ქართველი სამხედრო ექსპერტი

ირანისა და აშშ-ს დაპირისპირებას ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, ტრამპის ოპონენტები აღნიშნულ აქციას აკრიტიკებენ და სიტუაცია არაპროგნოზირებადია.

“ახლო აღმოსავლეთში, შესაძლოა მსოფლიოშიც, დაძაბულობის ახალი მიზეზი გაჩნდა.
აშშ-ს მხრიდან ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცქვედანაყოფის “ელ-კუდს”-ის მეთაურის, ერთ-ერთი გავლენიანი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობას ირანის ხელმძღვანელობის, მათ შორის სულიერი ლიდერის მხრიდან მწვავე რეაქცია და შურისძიების მუქარები მოჰყვა. ირანში სამ დღიანი გლოვა გამოცხადდა. ტრამპის ოპონენტები აღნიშნულ აქციას აკრიტიკებენ. სიტუაცია არაპროგნოზირებადია. დამოკიდებულია ირანის საპასუხო ზომებზე. ნავთობის ფასმა კი რეაქცია არ დააყოვნა…” – აღნიშნავს სალუქვაძე.

შეგახსენებთ, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გენერალი ყასემ სოლეიმანი ერაყში აშშ-ის ავიაიერიშის შედეგად მოკლეს, რასაც ოფიციალური ირანიდან შურისძიების მუქარა მოჰყვა.

 

იტვირთბა....