ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“შურისძიება გამანადგურებელი იქნება აშშ-სთვის” – ირანის პრეზიდენტის და თავდაცვის მინისტრის მუქარა

ირანის პრეზიდენტი ჰასან როუხანი და ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ამირ ჰატამი შეერთებულ შტატებს, გენერლის, ქასემ სულეიმანის სიკვდილის გამო შურისძიებას ჰპირდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

“რა თქმა უნდა, დიდი ირანული ნაცია და რეგიონის სხვა თავისუფლებისმოყვარე ქვეყნები შურს იძიებენ შეერთებულ შტატებზე” – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ პასუხი ამერიკისთვის “გამანადგურებელი” იქნება.

შეგახსენებთ, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გენერალი ყასემ სოლეიმანი ერაყში აშშ-ის ავიაიერიშის შედეგად მოკლეს.

იტვირთბა....