ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შეწყალების თხოვნაში ბრალი არ მიღიარებია” – ვაჟა გაფრინდაშვილი

“შეწყალების თხოვნაში ბრალი არ მიღიარებია”, – აღნიშნული განცხადება ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, შეწყალების თხოვნა გათავისუფლებამდე ერთი დღით ადრე დაწერა.

„გასახსენებელი ბევრი არაფერია, ერთი-ერთი მთავარი მიზეზი, რაც იყო, ეს იყო ჩემი ავადმყოფის ნახვა, რომლის გვარს და სად ცხოვრობდა, ვერ ვიტყვი, რადგან შეექმნება პრობლემა იმ ადამიანს. წავედი სანახავად. რომ დამაკავეს, ვუთხარი, რომ ეკლესიის ნახვა მინდოდა… ორჯერ შევძელი ტელევიზიის ნახვა და მხოლოდ პირველ არხს იჭერდა. მცირე ინფორმაციას ვიღებდი ადგილობრივი გაზეთებით. ვიცოდი, რომ იქნებოდა მხარდაჭერა, ამხელა მხარდაჭერას არ ველოდი. მოლოდინს ბევრად გადააჭარბა, რაც ვნახე. მადლობა ყველას“, – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

შეგახსენებთ, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა.

მას, ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით, წელიწადითა და 9 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

საოკუპაციო ძალების წარმოადგენლებმა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს.

იტვირთბა....