aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ვაჟა გაფრინდაშვილს ოჯახი ძალიან მალე შეხვდება“ – ქეთევან ციხელაშვილი

„იცით, წარმოუდგენელი ძალისხმევა იყო ჩართული, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან და არა მხოლოდ. ამ საქმეში ჩართული იყო აბსოლუტურად ყველა არხი იმისთვის, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან ყოფილიყო თავისუფალი, ეს იყო უპირატესი ამოცანა და ძალიან სასიხარულოა, რომ ეს შესრულდა. მე ახლა გახლავართ გზაში და მექნება შესაძლებლობა, მეტი დეტალი მოგახსენოთ ცოტა ხანში, პირველ რიგში, მის მდგომარეობასთან დაკავშირებით. მთავარი, რა თქმა უნდა, ის არის, რომ ოჯახი ძალიან მალე შეხვდება“

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქეთევან ციხელაშვილი – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი 

“საზოგადოებრივი მაუწყებელი”

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 9 ნოებერს დააკავეს.

ექიმს, რომელსაც ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებოდნენ, წელიწადითა და 9 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

იტვირთბა....