ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ივანიშვილს პირადობის მოწმობების საშუალებით არჩევნების გაყალბების შესაძლებლობას არ მივცემთ” – ბოკუჩავა

“ნაციონალური მოძარაობის” წევრი თინა ბოკუჩავა ჟურნალისტებთან განცხადებას ავრცელებს და ლამინირებული პირადობის მოწმობების დაბრუნებას ეხმაურება.

მისი თქმით, ივანიშვილს პირადობის მოწმობების საშუალებით საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შესაძლებლობას არ მისცემენ.

„ხელისუფლება პირადობის მოწმობებს წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურად იყენებდა, ადამიანებზე ზეწოლას ახორციელებდა და მათ აიძულებდა, პირადობის მოწმებები წინმსწრებად ჩაებარებინათ. თუ საკონსტიტუციო სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას გამოიტანს, რისი მოლოდინიც მაქვს, თეა წულუკიანს ხელი გაეხსნება, რომ წინასაარჩევნოდ ქაღალდის, არაელექტრონული პირადობის მოწმობები უფრო აქტიურად გამოიყენოს. ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ თუ ადამიანების არჩევანის რაღაც ფართომასშტაბიან მანიპულაციას არ მოახდენს, მას ძალაუფლების შენარჩუნების არანაირი შანსი არ ექნება. ვაპირებთ, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურად ვიმუშაოთ, რათა ივანიშვილს გაყალბების ამ მეთოდის გამოყენების შესაძლებლობა არ მივცეთ, რომელსაც წულუკიანი აამუშავებს და რომელიც, გაყალბების სხვადასხვა სქემებში მანამდეც აქტიურად იყო ჩართული“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

იტვირთბა....