“ქართული ოცნების შვიდი პარადოქსი: 1 – ყველანაირი იდეოლოგიის ხალხია, მაგრამ ყველას ერთი აზრი აქვს. 2 – ყველას ერთი აზრი აქვს, მაგრამ ნაცების გარეშე არაფერს აზრი არა აქვს. 3 – ნაცების გარეშე არაფერს აზრი არა აქვს, მაგრამ ნაცები დამთავრდნენ და რადარებზე არ ჩანან. 4 – ნაცები დამთავრდნენ და რადარებზე არ ჩანან, მაგრამ ყველგან ნაცები არიან. 5 – ყველგან ნაცები არიან, მაგრამ ყველაფერი ქართული ოცნებისაა. 6 – ყველაფერი ქართული ოცნებისაა, მაგრამ ვერაფერს ვერ აკეთებს. 7 – ვერაფერს ვერ აკეთებს, მაგრამ შვიდი წელია ხელისუფლებაშია”.
დავით ზურაბიშვილი, “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი
სოციალური ქსელი