ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გვაქვს გარდაცვალების ორი შემთხვევა, სადაც ლაბორატორიულად დადასტურდა H1N1“ – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში, ამ ეტაპზე, ძირითადად ორი – A და B ტიპის გრიპის ვირუსი ცირკულირებს.

გამყრელიძის ინფორმაციით, დაფიქსირდა გადაცვალების ორი შემთხვევა.

„ჩვენი ლაბორატორიული მონიტორინგით, დაახლოებით, სამჯერ მეტია B ტიპის ვირუსის ცირკულაცია ქვეყანაში. დღევანდელი მონაცემებით, როგორც ახალი შემთხვევების რაოდენობა, ისე მძიმე შემთხვევები სტაციონარებში შედარებით ნაკლებია, ვიდრე ამ დროისთვის იყო შარშან. დღევანდელი რიცხვით, სახელმწიფოს მიერ აცრილია რისკჯგუფებში შემავალი 92 000 ადამიანი, ხოლო კერძო სექტორის მიერ დაახლოებით, კიდევ 30 000 ადამიანი. სახელმწიფოს აქვს მარაგში ვაქცინების გარკვეული რაოდენობა, დაახლოებით, 8 000, რომელიც გამიზნულია რისკჯგუფებზე, პირველ რიგში, ორსულებზე და მაღალი რისკის მქონე ადამიანებზე. გრიპის საწინააღმდეგო აცრა არ გახლავთ სავალდებულო. ის არ შედის სავალდებულო აცრათა ჩამონათვალში, არც საქართველოში და არც სხვა ქვეყნებში. ის არის მხოლოდ სარეკომენდაციო. ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, გვაქვს გარდაცვალების ორი შემთხვევა, სადაც ლაბორატორიულად დადასტურდა H1N1“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იტვირთბა....