ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

მოსკოვში რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დააკავეს

“დოიჩე ველეს” რუსული ბიუროს ინფორმაციით, მოსკოვში რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დააკავეს.

როგორც ცნობილია, რუსი ოპოზიციონერის დაკავება მის მიერ დაფუძნებული „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ ოფისის ჩხრეკვის დროს განხორციელდა.

„კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ ოფისის ხელმძღვანელის განმარტებით, რეიდის დროს შენობაში 40-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ამასთან ერთად, ცნობილი ხდება, რომ სამი თვის განმავლობაში პირველად, ფონდის საბანკო ანგარიში დაიბლოკა. სწორედ აღნიშნულ საბანკო ანგარიშზე იღებს ორგანიზაცია შეწირულ თანხას.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი 2019 წლის აგვისტოს შემდეგ „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ წინააღმდეგ, ფულის გათეთრების ბრალდებით გამოძიებას აწარმოებს. გამოძიების ვერსიით, ფონდის თანამშრომლებს თანხა დანაშაულებრივი გზით აქვთ მოპოვებული. თავდაპირველად საქმეში მილიარდი რუბლის ოდენობის თანხა ფიგურირებდა, თუმცა მოგვიანებით გამოძიებამ განაცხადა, რომ საუბარია 75 მილიონ რუბლზე.

იტვირთბა....