ჩემი სრული მხარდაჭერა ტვ პირველს და კავკასიას – ასე ეხმაურება ტელეკომოანია “მთავარის” გენერალური დირექტორი ტელევიზიებზე ინკასოს დადებას.
“ამ ხელისულფებამ დაანგრია სარეკლამო ბაზარი და პრაქტიკულად შანსი არ დატოვა ტელევიზიის თვითდაფინანსების. ფორმულა მარტივია: თუ ივანიშვილი არ გაფინანსებს, გადასახადებს ვერ გადაიხდი.
ამიტომაც, აუცილებელია გამოცხადდეს მრავალწლიანი მორატორიუმი ტვ ინდუსტრიაში გადასახადების გადახდაზე. სხვა გზა არაა. მანამდე ნებისმიერი საგადასახადო შეზღუდვა, არის სიტყვის თავისუფლების პირდაპირი და პოლიტიკურად მოტივირებული შეზღუდვა.
რაც შეეხება რ2ს, მან გადასახადები დააგროვა ხელისუფლების პირდაპირი ბრალეულობით და ასევე მისი დღევანდელი მფოლბელის, ქიბარ ხალვაშის უშუალო და გადამწყვეტი მონაწილეობით. მიუხედავად ჩემი დღევანდელი დამოკიდებულებისა და იმის, რომ ხალვაში ყველაფერს იმსახურებს, რ2ზე დადებული ინკასო არის უსამართლო და მოტივირებული შევიწროება.
ჩემი სრული მხარდაჭერა ტვ პირველს და კავკასიას!” – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტრომ წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ის ტელევიზიებს დავალიანებების გადახდას თხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული მათ ინკასოები დაადონ. ტელეკომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტელეკომპანიებს, რომლებიც ხელისუფლებასთან ასოცირდებიან, მილიონებს პატიობენ, ხოლო მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედია წნეხის ქვეშ ჰყავთ. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა TV პირველის დამფუძნებელმა, ვატო წერეთელმაც გააკეთა.
ამ თემასთან დაკავშორებით კომენტარი გააკეთა “ტვ პირველის” გენერალურმა დირექტორმა და ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ.