სულ მცირე 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ფილიპინებში ტაიფუნ „ფანფონს“, რომელიც ასევე “ურსულას” სახელითაცაა ცნობილი. სააგენტო „ფრანს პრესი“ 16 დაღუპულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
ფილიპინების მთავრობაში ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხვის ზრდას ვარაუდობენ.
სტიქია იმ რეგიონებს დაატყდა თავს, რომლებიც 2013 წელს ტაიფუნმა „ჰაიანმა“ გაანადგურა.
ტაიფუნი „ფანფონი“ სამხრეთ ჩინეთის ზღვის მიმართულებით გადაადგილდება.