“შემრცხვა ჩემი თავის. პრემიერ-მინისტრს როგორ ამცირებს ივანიშვილი. ფორმალურადაც არ იცავს სახელმწიფო პროტოკოლურ ნორმებს. სვეტიცხოვლის კადრებს დააკვირდით: პირველ სიტყვას თვითონ ამბობს, პირველ სავარძელს თვითონ იკავებს, პირველ მისალმებას თვითონ გასცემს და ამ პერიოდში პრემიერი გახარია დაცვის ფუნქციას ტვირთულობს. ვერაფრით განარჩევდი ბიძინას დაცვისგან პრემიერ გახარიას, ლამის ჟურნალისტებს უთხრა: ,,ბატონი ბიძინა არ შემიწუხოთო”… ბიძინა ივანიშვილი არა მხოლოდ ქვეყნის დამაქცევარი დიდვაჭარია, არამედ დიდი მსახიობიც. დაგვცინის მთელ ერს… ეკლესიის პრობლემებზე და მის ხელმძღვანელზეც ყველაფერი მოეხსენება. აქ კი ფარისევლობს, რა ქნას, არჩევნები კარზეა. ეს სიყალბე ამჟამად მას წარმატებას ვერ მოუტანს და ერს კეთილდღეობას… ,,ლოყის ამბორი” ვერ გადაგვარჩენს”
ანდრია სარია, მღვდელ-მონაზონი
სოციალური ქსელი