“აჰა, მოვიდა ინკასო იგი და დაედო ჩემს ანგარიშებს. მადლობა მთავრობას. ეს პრაქტიკულად ტელევიზიის გაჩერებას ნიშნავს, რადგან ორგანიზაცია ვერ შეძლებს ვერანაირი ოპერაციის განხორციელებას. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის ტელევიზიებს – იმედს, რუსთავს და მაესტროს ბიუჯეტის 55 მილიონი მართებთ და არავინ აპირებს ამის გამო ტელევიზია გაუჩეროს. საჭიროც აღარ არის მგონი რამის თქმა. ყველაფერი ისედაც გასაგებია.”
ნინო ჯანგირაშვილი – ჟურნალისტი
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტრომ წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ის ტელევიზიებს დავალიანებების გადახდას თხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული მათ ინკასოები დაადონ. ტელეკომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტელეკომპანიებს, რომლებიც ხელისუფლებასთან ასოცირდებიან, მილიონებს პატიობენ, ხოლო მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედია წნეხის ქვეშ ჰყავთ. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა TV პირველის დამფუძნებელმა, ვატო წერეთელმაც გააკეთა.
ამ თემასთან დაკავშორებით კომენტარი გააკეთა “ტვ პირველის” გენერალურმა დირექტორმა და ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ.