ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ასეთი „ტროლებითა“ და „ბოტებით“ საუბარი არ შეიძლება” – კობახიძე ომბუდსმენის ანგარიშზე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე, ომბუდსმენის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება, რომელშიც პენიტენციურ სისტემაში ძალადობის ფაქტებზე არის საუბარი.

მისი თქმით, საზოგადოებას კარგად ახოვს როდის იყო პენიტენციურ სისტემაში სისტემური პრობლემენი და როდის აღიკვეთა. განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.

„ორი კვირის წინ ჩვენ ასევე მოვისმინეთ სახალხო დამცველის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ უნდა შეგვეჩერებინა საჯარო მოსამსახურეების იძულებით ჩამოყვანა თბილისში აქციაზე. ეს იყო დაახლოებით, „ტროლებზე“ და „ბოტებზე“ რომ საუბრობენ, იმის ანალოგიური ხასიათის განცხადება. 30 ათასამდე ადამიანის სახლში დატოვება მოგვიწია იმიტომ, რომ ტრანსპორტი არ იყო სათანადო რაოდენობით უზრუნველყოფილი. ასეთი „ტროლებით“ და „ბოტებით“ საუბარი არ შეიძლება, როდესაც საუბარია პრობლემაზე, იქ უნდა იყოს მითითებული ფაქტებიც. თუ იქნება ფაქტები, განვიხილოთ ისინი და ამის მიხედვით გამოვიტანოთ დასკვნები. თუ არის ფაქტი – თითოეულ შემთხვევაზე არის საჭირო რეაგირება და დარწმუნებული ვარ იქნება რეაგირება. რაც შეეხება სისტემურ პრობლემას, როდის იყო სისტემური პრობლემა საქართველოში და როდის აღიკვეთა – თქვენ ჩემზე კარგად იცით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა 2019 წლის ივლისისა და აგვისტოს თვეში N2, N8, N14 და N15 პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგი ჩაატარა. ვიზიტები განხორციელდა ყველაზე დიდ ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთისა და დახურული ტიპის პატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში. დაწესებულებებში არ არის ძალადობისგან თავისუფალი გარემო, რაც ვლინდება პატიმართა შორის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში, ციხის კრიმინალური სუბკულტურის არსებობასა და დეესკალაციის, სამარტოო, შიდა კლასიფიკაციის საკნების ხანგრძლივად, არამიზნობრივად დასჯის მიზნით გამოყენებაში.

იტვირთბა....