“ვაშინგტონ თაიმსი” ანალიტიკურ სტატიაში ” საქართველოს გზაჯვარედინზე,” ქართველ აქტორებზე წერს, რომლებიც ცდილობენ შეაფერხონ ერის დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება. “ამით რუსეთს უფრო მეტი ჩარევის შესაძლებლობას აძლევენ” – აღნიშნულია სტატიაში.
„რუსული ძალები და მისი მარიონეტები აგრძელებენ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას. რუსული ტურიზმი საქართველოს მშპ-ის თითქმის რვა პროცენტს შეადგენს და რუსეთი საქართველოსთვის გზავნილების მეორე უმსხვილესი წყაროა. ქართველი აქტორები, რომლებიც ცდილობენ შეაფერხონ ერის დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება და ხელს უწყობენ არასტაბილურობას, რუსეთს უფრო მეტი ჩარევის შესაძლებლობას აძლევენ. მნიშვნელოვანია, რომ ამ პოლიტიკურმა აქტორებმა გაითვალისწინონ სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდება, რომ ყველა მხარე დაბრუნდეს პოლიტიკურ პროცესში და თავიდან აიცილოს ძალადობრივი დემონსტრაციები. თავისი მომავალი გეგმების შედგენისას, ქართველებს შეუძლიათ, დარწმუნებული იყვნენ, როგორც მინიმუმ ერთ მუდმივაში: აშშ-ის ძლიერ და უცვლელ მხარდაჭერაში. 23 ოქტომბერს, წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონი „საქართველოს დახმარების შესახებ“, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისადმი, ცნობს მის ერთგულებას დემოკრატიული ფასეულობების მიმართ და ეწინააღმდეგება რუსეთის აგრესიას. ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსისა და ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველის, ჯონ ბოლტონის თბილისში ვიზიტების გარდა, პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა კანონმდებლობას, რომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოცხადდეს და კრძალავს ფინანსურ მხარდაჭერას ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც ცნობს მათ დამოუკიდებლობას“, – აღნიშნულია სტატიაში.