რუსთავი-ლილოს დამაკავშირებელ გზაზე ავტოავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა. დაღუპულები მსუბუქ ავტომობილში იჯდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ “მეტრონომს” განუცხადა გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.