ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“მე დავარტყი დანა ცოტნეს, ყველა უდანაშაულოა” – ბრალდებული

ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულმა, გიორგი სოლოღაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ გამსახურდიას დანა მან დაარტყა.

სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა საკუთარი ვინაობის წარდგენის შემდეგ აღნიშნა, რომ ცოტნე გამსახურდიას დანა მან დაარტყა. თუმცა, მოსამართლე ნატო ხუჯაძემ სოლოღაშვილს განუმარტა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მას საუბარი მოგვიანებით შეეძლება.

აღსანიშნავია, რომ დაცვისა და ბრალდების მხარის განმარტებით, მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილება. დაკავებულ პირებს: პეტრე ყუფარაძეს, თორნიკე ქვათაძეს, გიორგი სოლოღაშვილს, კახა ჩხეტიანს და ტატო ღარიბაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს.

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია გალის ქუჩაზე დაჭრეს. მას გულმკერდისა და კისრის არეშუ ბასრი საგნით მიაყენეს ჭრილობა. გამსახურდიას ნეიროქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა.

იხილეთ სრული ვიდეო – ექიმის კომენტარი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 4 პირი.

იტვირთბა....