ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ახალი პარტია “ლელო საქართველოსთვის” ფუძნდება, რომელსაც “შენების მოძრაობა” და “ახალი მემარჯვენეები” უერთდებიან

დღეს, ახალი პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ფუძნდება. პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, გენერალური მდივანი კი ბადრი ჯაფარიძე იქნება.

პარტიის დამფუძნებლები ასევე არიან „შენების მოძრაობისა“ და „ახალი მემარჯვენეების“ წევრები. პარტია „ახალი მემარჯვენეები” არსებობას წყვეტს და მისი ლიდერები ახალ პოლიტიკურ პარტიაში „ლელო საქართველოსთვის“ წევრიანდებიან.

ახალი პარტიის წევრები ამბობენ, რომ პოლიტიკური ბლოკების წინააღმდეგნი არ არიან, თუმცა ერთი პარტიის ქვეშ გაერთიანება ნიშნავს, იმას რომ გაერთიანება იდეის გარშემო დროებითი არ არის.

„ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელი ყრილობა იმართება.

ფოტო: პირველი არხი

იტვირთბა....