“ოსებს და რუსებს მივმართავ, ზღაპრები არ დამიწყონ, რომ რუსები არაფერ შუაში არ არიან. თუ მოინდომეს რუსებმა, აუცილებლად შეძლებენ, გააკეთონ. მე უფრო გამიხარდება, ოსმა ხელისუფლებამ თუ დროულად გამოუშვა ვაჟა. როგორც ვაჟას საქციელს ვიწონებ, ასევე მოვიწონებ მათ საქციელსაც, თუ ასე მოიქცევიან და არ გაჯიუტდებიან”
მეუფე იაკობი – ბოდბელი მთავარეპისკოპოსი
მეუფე იაკობი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხს ბოდბის ეპარქიაში წირვის შემდეგ, ქადაგებისას გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, ოკუპანტებმა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს და მას 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.