ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა

ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმის, ბესარიონ გოგიტიძის თქმით, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა..

გამსახურდია კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე, მაგრამ სტაბილური, ამ დღეების განმავლობაში მდგომარეობა არ შეცვლილა. დინამიკა არის უცვლელი, მდგომარეობა კვლავ რჩება მძიმე და სტაბილური. ჰემოდინამიკური მონაცემები არის სტაბილური და დამატებით ჩარევას არ საჭიროებს. პაციენტი იმყოფება სამკურნალო ნარკოზის ქვეშ“, – განაცხადა ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა, ბესარიონ გოგიტიძემ.

ექიმის თქმით, ამ ეტაპზე პაციენტი ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს.

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია გალის ქუჩაზე დაჭრეს. მას გულმკერდისა და კისრის არეშუ ბასრი საგნით მიაყენეს ჭრილობა. გამსახურდიას ნეიროქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა.

იხილეთ სრული ვიდეო – ექიმის კომენტარი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 4 პირი.

იტვირთბა....