ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ცოტნე გამსახურდია საავადმყოფოში პეტრე ყუფარაძემ წაიყვანა, ეს დანაშაულის დაფარვა არ არის” – ადვოკატი

დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული პეტრე ყუფარაძის ადვოკატმა ვაჟა არობელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ცოტნე გამსახურდია საავადმყოფოში მისი დაცვისქვეშ მყოფმა,  წაიყვანა.

როგორც ის განმარტავს, სწორედ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა, რომელიც დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლითაა დაკავებული, აღმოუჩინა ცოტნე გამსახურდიას პირველადი დახმარება.

„ამ მუხლს არ დავეთანხმებით, რადგან მან წაიყვანა საავადმყოფოში ცოტნე გამსახურდია. ადგილზე პოლიცია რომ მივიდა, იქ იყო. არ დავეთანხმებით ამ მუხლს, რადგან დანაშაულის დაფარვა არ არის. სასწრაფო უბანში ბიჭებმა გამოიძახეს. პეტრემ დააწვინა საკაცეზე და წაიყვანა საავადმყოფოში. მას უშუალოდ დაჭრის ფაქტი არ უნახავს. თქვა, რომ ჩხუბი იყო და გასაშველებლად რომ მივიდა, გაიქცნენ. იხსენებს, რომ ცოტნეს ხელი რომ მოკიდა, ის ჩაიკეცა, სისხლი მოსდიოდა თავიდან და მხრიდან, თავად დაჭრის ფაქტი არ უნახავს და არც იცის ვინ დაჭრა”, – განაცხადა არობელიძემ.

მისივე განმარტებით, პეტრე ყუფარაძე მხოლოდ ერთ დაკავებულს იცნობს, რომელიც მისი მეზობელია და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებითაა დაკავებული.

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია გალის ქუჩაზე დაჭრეს. მას გულმკერდისა და კისრის არეშუ ბასრი საგნით მიაყენეს ჭრილობა. გამსახურდიას ნეიროქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა.

იხილეთ სრული ვიდეო – ექიმის კომენტარი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 4 პირი.

იტვირთბა....