პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს დიდუბეში მდებარე წმინდა გიორგი სახელობის ტაძართან, სადაც 15 წლის ლუკა სირაძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა განუცხადა, რომ ამდენმა ლანძღვამ და უიმედობამ თავისი კვალი დატოვა.
პრეზიდენტმა გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.
„ვუსამძიმრებ ოჯახს, დედას, ძმას, მის ყველა მეგობარს და საზოგადოებას, იმიტომ, რომ 15 წლის ბავშვის გარდაცვალება ეს არის საზოგადოებისთვის ტრაგედია. მე მგონი, ყველას გვმართებს ვიფიქროთ იმაზე, რომ ამდენმა ლანძღვამ, უნდობლობამ, დაუნდობლობამ და უიმედობამ არ შეიძლება ისე გაიაროს, რომ თავისი კვალი არ დატოვოს და ეს არის კვალი. იმის მაგივრად, რომ მერე ვიტიროთ, მანამდე ვიფიქროთ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, 15 წლის ბიჭი, რომელიც სავარაუდოდ, პოლიციის ზეწოლის გამო, მეცხრე სართულიდან გადმოხტა, რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვლი დღეს, ლუკა სირაძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.