ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პრეზიდენტი 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა

15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის სამოქალაქო პანაშვიდი დიდუბეში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მიმდინარეობს.

გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პანაშვიდზე ასევე იმყოფებოდნენ პოლიტიკოსები.

შეგახსენებთ, 15 წლის ბიჭი, რომელიც სავარაუდოდ, პოლიციის ზეწოლის გამო, მეცხრე სართულიდან გადმოხტა, რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

იტვირთბა....