მთავარი ციტატა

“ვითხოვ პრემიერ მინისტრთან პირად შეხვედრას” – ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე

“ეს არის მაქსიმალური სასჯელი, რაც შეიძლება ყოფილიყო ვაჟა გაფრინდაშვილისთვის გამოტანილი, რომელსაც ჩვენ არაფრით არ შევეგუებით. ეს ადამიანი ისჯება მხოლოდ იმისთვის, რისიც სჯერა. მას არანაირი კრიმინალი და არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. ისჯება თავისი სწორი იდეებისთვის… ჩვენ ისევ მივმართავთ საერთაშორისო ორგნიზაციებს, მათ, ვინც იცავს ადამიანის უფლებებს, რადგან მაქსიმალური გააქტიურება უნდა მოხდეს და მალე გადაიჭრას ეს საკითხი… ვითხოვ აუცილებლად პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასთან პირად შეხვედრას და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს. დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო გვერდში დაგვიდგება”

თამილა ლაფანაშვილი – ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე

თამილა ლაფანაშვილმა აღნიშნული განცხადება ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

შეგახსენებთ, ე.წ. სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ერთი წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

იტვირთბა....