ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

(ვიდეო) “ივანიშვილმა ხალხს დაუტოვა ორი გზა: ან ქვეყნიდან წასვლა ან სიცოცხლიდან წასვლა” – სააკაშვილი

საერთო სტატისტიკურად არასოდეს ბოლო 30 წლის განმავლობაში რაც ეს სტატისტიკა წარმოებს, საქართველოში არ ყოფილა ამდენი თვითმკვლელობა – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ვიდეომიმართვაში ისაბრა.

მისი თქმით, საქართველოში ისევ დაბრუნდება იმედი და დრაივი.

“კიდევ მორიგი თვითმკვლელობა ანგელოზი გოგონასი, ამჯერად აბაშაში. საერთო სტატისტიკურად არასოდეს ბოლო 30 წლის განმავლობაში რაც ეს სტატისტიკა წარმოებს, საქართველოში არ ყოფილა ამდენი თვითმკვლელობა. საქართველოში ძირითადი მიზეზი არის ბრუტალურობა და მთავარი მიზეზები არის ასევე გაჭირვება და უპერსპექტივობა. ივანიშვილმა და მისმა მოჯამაგირეებმა ჯიბეში ჩაიგდეს საქართველოს მთელი ქონება და დანარჩენ ქართველებს დაუტოვეს მხოლოდ ორი გამოსავალი მათი ჭკუით. ერთი ქვეყნიდან წასვლა და მეორე სიცოცხლიდან წასვლა თვითმკვლელობა, მაგრამ არსებობს მესამე და ნამდვილი გამოსავალი. ეს გამოსავალი არი ამათი მოშორება! მე მინდა გითხრათ შვილებო, მეგობრებო, თქვენ ნუ წახვალთ! ესენი გავუშვათ, ესენი წავიდნენ! როგორც კი ესენი წავლენ საქართველოში შემოვა ათი მილიარდი დოლარი ინვესტიცია, გაჩნდება რამდენიმე ათეული ათასი სამუშაო ადგილი. საქართველოში ისევ დაბრუნდება იმედი, დრაივი, პერსპექტივა, მომავალი და ახალგაზრდები აღარსად აღარ წავლენ და განავითარებენ საკუთარ ქვეყანას. ჩვენ ეს შეგვიძლია! საქართველოში აუცილებლად გათენდება!” – ამბობს მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ ორიოდე დღის წინ ასევე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა საქმე თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც 15 წლის სკოლის მოსწავლემ თავი მოიკლა. შსს-ში “მეტრონომს” დაუდასტურა ინფორმაცია, რომ მორიგი უბედური შემთხვევა მოხდა ამჯერად აბაშაში, რომელიც შესაძლოა ისევ თვითმკვლელობას უკავშირდებოდეს.

იტვირთბა....